Skip to main content

Posts

Featured

"MOX" - დათო სამნიაშვილი

   სალამი მატერიალური სამყაროდან. რამოდენიმე აბზაცით მინდა გიამბოთ ამ მშვენიერი წიგნის შესახებ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ ვარ ვირტუალური, უფრო კონკრეტულად კი ჩემივე იდეალური სამყაროდან, მაგრამ სხვა პერსონაჟების მსგავსად, ჩემი ნუმერაციული მომხმარებლის სახელწოდება K24 იქნებოდა.    "MOX" ეს არის ერთ-ერთი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ნამუშევარი, რომელიც გაჯერებულია მდიდარი ფიზიკური ტერმინებით, ჩამთრევი თხრობითა და საინტერესო სიუჟეტით.    შევეცდები ერთ აბზაცში გაგაცნოთ დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომანის შინაარსი. მოვლენები ვითარდება ვირტუალურ სამყაროში, რომლის სახელწოდებასაც სათაურშივე ამოიკითხავთ. სხვა სამყაროებისგან შემდგარი ეს დიდი ერთობა კარლ მოქსმა შექმნა. წიგნში მოქსი დროისა და სივრცის მიღმა არსებობს, შესაბამისად მისივე მომხმარებლებიც. მთავარი პერსონაჟი M13 თავის სამყაროს ფანჯრიდან უეცრად გადმოვარდა და მატერიალური სამყაროს საგიჟეთშია გამომწყვდეული სადაც დღიურებს აწარმოებს. წიგნის პირველ ნაწილში სწორედ მის დღიურებს ვეცნობით, ისევე როგორც მის განცდებს, შიშებს და ახ

Latest Posts

"ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" - "რეცენზია"