"ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" - "რეცენზია"
როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს, შემეძლო, უბრალოდ ანოტაცია ან პირველი ორი გვერდი წამეკითხა და შემდეგ წიგნი მეყიდა, მაგრამ მოვიქეცი ისე, როგორც იქცევიან მეორე კატეგორიის ჩვეულებრივი ადამიანები და წავიკითხე ამ წიგნის ბოლო ფურცელი. სამწუხაროდ, გომბეშოსათვის ხელოვნური ბუზების გამოწერამ არ დამაინტერესა, მაგრამ საინტერესოც ხომ ესაა, რა დაგხვდება შიგნით.
მოქმედება ვითარდება იქაური მეოცე საუკუნის მიწურულს, მესამე მსოფლიო ომის შემდგომ, 1992 წელს, სან ფრანცისკოში. დედამიწაზე რადიოაქტიური მტვერი გრგვინავს, ამინდის პროგნოზის მაგივრად მტვრის სიმძლავრეს აცხადებენ. ხალხი ემიგრაციაში, მარსზეა წასული. დედამიწაზე ტოვებენ მხოლოდ სპეციალებს, რომლებმაც IQ ტესტი ვერ გადალახეს. ამ ეულ, მარტოსულ პლანეტაზე რჩება რიკ დეკარდი, ე.წ. თავებზე მონადირე, რომელსაც რამოდენიმე ერთეული ანდროიდის გამოთიშვა ევალება.

დეტალს დაწვრილებით აღწერს. აქა-იქ საიდუმლო ფრაზასაც აგდებს, რომელსაც შენ მკითხველი უნდა მიხვდე, მაგრამ ამის შანსი მცირეა, ისინი ყოველთვის ჩაკარგულნი არიან სადღაც მორევში, მათთან დაკავშირებულ კითხვებზე კი პასუხი ხშირად არც გვხვდება ამბის მიწურულს.
მტვერმა ყველაფერი გაანადგურა, გაანადგურა ცხოველთა იშვიათი სახეობები. ადამიანისთვის მისი ყოლა ხომ სრული ფუფუნება და ბედნიერებაა. თითქოს ისინი მათ ოჯახზე მეტად უყვარდათ. ადამიანები მათ თავს მთლიანად უძღვნიან. "სიდნეის კატალოგში" ცხოველები საკმაოდ ძვირად არიან დაფასებულნი. ასევე არსებობს ალტერნატივა რომელსაც სათაურშივე ამოიკითხავთ. ელექტრონული ცხოველები. დიახ, რიკ დეკარდს სწორედ ელექტრონული ცხვარი ჰყავდა და მისი ისევე ძალიან რცხვენოდა, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს. ამ დროში ცხოველის სინამდვილეზე საუბარი უტაქტო-
ბად ითვლებოდა.

პლანეტაზე მარტოსულად დარჩენილ, მელანქოლიაში ჩაძირულ ადამიანებს პირუტყვებიც არ ეყოთ, და განწყობის მოდულატორი შექმნეს. უბრალოდ კოდის აკრეფა იყო საჭირო და განწყობა, ან დამოკიდებულება კონტრეულ პიროვნებაზე მაშინვე იცვლებოდა. გამოვარჩევდი ყველაზე მარტივს და უაზროს 888 - "ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ", მაგრამ მაინც, რიკ დეკარდის ცოლი, აირენი პლანეტისთვის შესაფერის კოდებს კრიფავდა.
დიკი ასევე აღწერს რელიგიას, მერსერიზმს, სადაც ისედაც მარტოსული ადამიანები, კიდევ უფრო ეულ პიროვნებას, უილბერ მერსერს უსმენენ. ის მათ ემპათიის ყუთში ხვდება და აიძულებს ლამაზი და მარტივად ხრიოკი აღმართი აიარონ, რაც ჯონ ისიდორს ნაკლებად გამოსდის. ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მარტივია მართო ადამიანთა ბრბო ერთი მარტივი კულტურით, დააწესო კანონები და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ არსებობდეს რწმენა, შიში, სრული სიმშვიდე.

იგრძნობა ავტორის დამოკიდებულება ომის მიმართ. აქ მესამე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდია აღწერილი. "უბიკშიც" ეს თემა თითქმის ყველგან იყო ჩაკვეხებული. ალბათ ეს მეორე მსოფლიო ომის დიდი სტრესის ბრალია ავტორის მიმართ, მას სურს დაგვანახოს როგორია სამყარო მის შემდეგ და რა შედეგები მოაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს წიგნი პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროზეა, ჩამატებულია ის საჭირო ელემენტები და მახასიათებლები, რომლებიც რეალურად მოერგებოდნენ ასეთ სამყაროს. თუ თქვენ გუნების გამოკეთება გსურთ, მაგრამ არ იცით, რომელი წიგნი შეარჩიოთ, ეს წიგნი თქვენთვის არაა, რადგან მისი დამთავრების შემდეგ ცხოვრების საფუძვლებზე დაფიქრდებით, მიიღებთ სიღრმისეულ გადაწყვეტილებებს და დასახავთ არნახულ გეგმას სრულ განადგურებამდე.
Comments
Post a Comment